1.საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას − დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით.
2.ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენა − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. მუხლი 102. საარჩევნო , სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.




