საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა
1. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლის ან განათლების შესახებ ინფორმაციის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1619 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.109 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2234 – სსმ I, №12, 21.05.2003წ., მუხ.67 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2555 – ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1268 – ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
