საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 197^1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა)
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. შენიშვნა : ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 8 ივლისის კანონი №290 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ.160 საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1014 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ. 37 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2234 – სსმ I, №12, 21.05.2003წ., მუხ.67 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №717 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1139 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 197 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
