1.წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.
2.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას.
3.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის (წვევამდელის) სამედიცინო შემოწმებას ატარებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.
4.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, კერძოდ, გამოაქვს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის შესახებ დასკვნა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის; ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის.
5.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით.
