1.ამ კოდექსის 42 10 ან 42 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
