საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციები და პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).
2.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). 2 1 . სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე მიღებული დადგენილების ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის (ერთიანი საინფორმაციო ბანკისთვის) გადაცემას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცული მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის დადების, აგრეთვე ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, შენახვისა და დამუშავების წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. თავი XXII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება
Изменения, которые прошла эта статья
Modified: Adds a provision requiring courts to deliver copies of rulings to the relevant MIA structural unit (unified information bank) within ten days.
акт об изменении №6465874Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.