საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 43^1. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა
1. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5573 – ვებგვერდი, 13.07.2016წ. მუხლი 43 2 . საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე 1. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
