საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 76. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა
1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის ანდა სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა ან ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გარკვეულ ფართობზე გავრცელება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
