1.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
4.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
