საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 80. ისეთ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა ნორმატივებს აღემატება
ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
