საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 82^2. ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
1. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
5. ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
