1.შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს) უფლება აქვთ, მოითხოვონ წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობით შეამოწმონ წლიური ანგარიშის სისწორე.
2.მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს საბალანსო და წლიური ანგარიშის მონაცემების, სხვა მსგავსი ინფორმაციის, საზოგადოების ფინანსური დოკუმენტების წარდგენა. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33






