ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
Статья 6. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება
1. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.
2. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 პარაგრაფის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს სამინისტრო.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების წესი განისაზღვრება ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4407-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №458 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
