მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება; ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ვ 1 ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ვ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
2.სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.
3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას.
4.სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას.
5.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას.
6.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სტანდარტებისადმი; ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი.
7.სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა მესამე პირს გადაეცეს. 7 1 . სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით.
8.ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა.
9.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3065 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1449 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №489 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №664 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ
