საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
Статья 5^2. ნებართვების გამცემი ორგანოები
1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიერ მისთვის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს გასცემს სააგენტო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. სხვა თვითმმართველ ქალაქში აღნიშნულ ნებართვას გასცემს ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2 1 . ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
