არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 89. თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში დროებით გადაყვანისთანავე: ა) მას უტარდება სამედიცინო შემოწმება; ბ) კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდება ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ; გ) მას ეძლევა უფლება, ჰქონდეს სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
