1.არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
1.არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3.18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.
4.18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.
5.18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.
6.21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.