არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 92. არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით; ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
