საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.
2.არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4.მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
5.მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს.
6.მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
7.სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურისა – 40 კალენდარული დღე.
8.სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.
9.მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და წოდებრივი სარგოსგან.
10.მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
11.სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს.
6. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
7. სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურისა – 40 კალენდარული დღე.
8. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.
9. მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და წოდებრივი სარგოსგან.
10. მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
11. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.