1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს.
3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.
4.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.
5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
7.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში. 7 1 . პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი.
8.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3399 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. [ 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამოქალაქო პირი, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 6 . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში. 7 1 . პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3399 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarified legal status of SSS employees, emphasizing duties and rights; added provision regarding equivalence of service periods before rank assignment.
акт об изменении №5878449Restricts State Security Service employees from engaging in political activities or concurrent employment (with exceptions for scientific/pedagogical work).
акт об изменении №4551991Addition of a detailed clause outlining prohibited activities for State Security Service personnel (strikes, assemblies, political affiliation, business ventures, secondary employment) with specific exceptions.
акт об изменении №4321401Redefines SSS personnel to include military conscripts, contract employees with special ranks, and civilian staff.
акт об изменении №3978463Clarifies the rights and obligations of SSS personnel, specifically their right to refuse illegal orders and seek redress.
акт об изменении №1400935Redefines personnel as state civil servants with special ranks, not military personnel. This is a core change impacting legal status.
акт об изменении №14338Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.