Статья 36. ინტერესთა კონფლიქტი
1. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი . სამეურვეო საბჭოში , როგორც მოსწავლის მშობელი , არ შეიძლება იყოს პირი , რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა .
2. კერძო სამართლის იურიდიული პირები , რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო , უმაღლეს ან / და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს , არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას . 2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლებიც ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
