1.სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 1 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს. 1 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.
