Статья 37. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. სამეურვეო საბჭოში მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ ზოგადი განათლების თითოეულ საფეხურს. პირი სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 1 1 . სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.
