Статья 48^4. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს იცავს კანონი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ზოგადი განათლების შესახებ
