Статья 48^5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №844 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ზოგადი განათლების შესახებ
