Статья 6. სანოტარო მოქმედების ენა
Редакция №28 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. 1 1 . თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ყრუ ან სმენადაქვეითებულია, სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს.
2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნოტარიატის შესახებ
