Статья 25. გეომემბრან ა და გეომემბრანის დამცავი ფენა
1. გეომემბრანა და გეომემბრანის დამცავი ფენა გამოიყენება იმ ნაგავსაყრელებზე, სადაც მინერალური ფენა ვერ უზრუნველყოფს ნარჩენების დაცვას ატმოსფერული და ზედაპირული წყლების ზემოქმედებისაგან და სადაც მინერალური საფარი ვერ ასრულებს აირების გაფრქვევებისგან დამცავი ბარიერის ფუნქციას.
2. გეომემბრანა და გეომემბრანის დამცავი ფენა უნდა აკმაყოფილებდნენ მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ხოლო გეომემბრანის დამცავი ფენა – დამატებით მე-19 მუხლის მოთხოვნებს. გეომემბრანის სისქე არ უნდა იყოს 2 მმ-ზე ნაკლები და უნდა დაპროექტდეს ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასის ბუნებრივი ტკეპნითა და დაშლით გამოწვეული დაწევის გათვალისწინებით.
