1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.
1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.სადრენაჟო სისტემამ უნდა გაუძლოს რეკულტივაციის ფენის დატვირთვასა და ზემოქმედებას და გააგრძელოს ფუნქციონირება ტკეპნისა და დაშლის შედეგად ნარჩენების მასის დაწევის პირობებში.
4.სადრენაჟო სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ: ა) გაუძლოს 10%-ზე მეტი ალბათობის მქონე ინტენსიური ნალექების შედეგად ჩამოყალიბებულ ზედაპირულ ჩამონადენს; ბ) უზრუნველყოს ნაკადის სტაბილურობა; გ) იყოს ცვეთაგამძლე; დ) აკმაყოფილებდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სისტემის ზამთრის პირობებში ოპერირების მოთხოვნებს; ე) აკმაყოფილებდეს დაუბინძურებელი წყლისა და ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით წვიმისა და შეგროვილი წყლის ეფექტიანად გადინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
5.ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავმზიდი სატვირთო მანქანების სამოძრაო გზების გარშემო უნდა მოეწყოს სადრენაჟო არხები ან ამრიდი ბერმები, რომლებიც შეასრულებენ ნაგავსაყრელის პოტენციურად დაბინძურებული ადგილებიდან ზედაპირული და ატმოსფერული წყლების მიღების ფუნქციას.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.