1.გამონაჟონის, ზედაპირული წყლების და აირების ემისიების მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი სიხშირით: ა) გამონაჟონის მოცულობა – ოპერირების ეტაპზე - თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; ბ) გამონაჟონის შემადგენლობა – ოპერირების ეტაპზე – 3 თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; გ) ზედაპირული წყლების მოცულობა და შემადგენლობა – ოპერირების ეტაპზე - 3 თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; დ) აირების შესაძლო ემისია და ატმოსფერული წნევა (CH 4, CO 2, O 2, H 2 S, H 2 და სხვ.) - ოპერირების ეტაპზე – თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ.
