წყლის რესურსების მართვის შესახებ
Статья 16. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე
1. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 15 მ 3 -ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.
2. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე ამ კანონის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა.
