Статья 40. ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა
1. ნაგავსაყრელის დახურვის ან მისი ნაწილის დახურვის პროცედურა ხორციელდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) ნაგავსაყრელი ამ მისი ნაწილი მიაღწევს ნაგავსაყრელის პროექტში განსაზღვრულ იმ საპროექტო ნიშნულებსა და ზღვრებს, რომლებიც მითითებულია ნებართვაში; ბ) სამინისტრო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას, ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; გ) სამინისტრო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ცალკეული ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით.
2. ნაგავსაყრელის დახურვა უნდა მოხდეს ნებართვაში მითითებული დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმის შესაბამისად.
3. ნაგავსაყრელი ან მისი ნაწილი დახურულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრო ადგილზე შემოწმებისა და ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის შესრულების შეფასების საფუძველზე წერილობით აცნობებს ნაგავსაყრელის ოპერატორს დახურვის დადასტურების შესახებ.
4. ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვა არ ათავისუფლებს ნაგავსაყრელის ოპერატორს ნარჩენების მართვის კოდექსით, ამ ტექნიკური რეგლამენტითა და სანებართვო პირობებით დაკისრებული ვალდებულებებისგან.
