1.ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
3.სანავსადგურე ერთეულის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას თითოეულ ნავმისადგომზე აღნიშნული სატვირთო ოპერაციის განხორციელებისთვის 15 000 ლარის ოდენობით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
5.ნავსადგურის ტერიტორიაზე (მათ შორის, საწყობში, ბაქანზე, ნავთობის/გაზის ტერმინალზე, აკრძალულ ზონაში, მისაბმელი ტუმბის, ბრიდელის, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნის, ჭერის, სახანძრო ამწის, სახანძრო სიგნალიზაციის ან/და ელექტროჩამრთველის მახლობლად, სადრენაჟო სისტემის ჭაზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია შესაბამისი ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით), საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, საწყობში სხვადასხვა ტვირთს შორის შესაბამისი ნორმებით დადგენილ გასასვლელში, წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო ან ელექტროკაბელის ტრასაზე, უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან 2 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ნავმისადგომის ნაპირთან 3 მეტრზე ახლოს, გზაზე, ქვეითთა გასასვლელზე, ტრანსპორტის გასასვლელზე, სახანძრო ავტოტუმბოსთან, საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობის ან სატელეფონო სადენის ქვეშ ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ) ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6.სანავსადგურე ერთეულის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციის შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8.ნავსადგურში დატვირთვისას ან გადმოტვირთვისას სატვირთო ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
9.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.