Статья 8. ნებართვის მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია
1. ნებართვის მისაღები განაცხადი „ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას განმცხადებლის და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ, თუ ისინი სხვადასხვა პირები არიან; ბ) ნაგავსაყრელის კატეგორიას, განსათავსებელი ნარჩენების კოდებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად და საერთო რაოდენობას; გ) ნარჩენების განთავსების ადგილზე განსათავსებელი ნარჩენების საპროექტო მოცულობას, ასევე ნაგავსაყრელის უჯრედების საპროექტო მოცულობას; დ) ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილის აღწერას, მათ შორის ადგილმდებარეობა, GIS კოორდინატები, ტოპოგრაფიული, ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები (წარმოდგენილი შესაბამისი კვლევების შედეგებით); ე) დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მეთოდებს; ვ) ოპერირების, მონიტორინგის და კონტროლის გეგმას; ზ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმას; თ) ნაგავსაყრელის მოწყობის საპროექტო გეგმებს, ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის აღწერას, სექციებისა და უჯრედების მოწყობისა და ოპერირებისას მათი გამოყენების სავარაუდო თანმიმდევრობას და ნუმერაციას; ი) ნარჩენების მიღებისა და შემოწმების პროცედურებს; კ) ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების დეტალურ აღწერას.
