Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.აკრძალულია ნაგავსაყრელის მოწყობა სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონაში და წყალდაცვით ზოლებში.
2.მანძილი საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყრელის საზღვრებამდე უნდა იყოს არანაკლებ 500 მეტრი.
3.არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი დაშორებული უნდა იყოს აეროდრომიდან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად.
4.ნაგავსაყრელისთვის ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) წყალმოვარდნის, ნიადაგის დაწევის, მეწყერებისა ან ზვავების საშიშროება; ბ) გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები; გ) ზედაპირული წყლების დაბინძურების საშიშროების, დაცული ტერიტორიების, ბუნების ან კულტურის ძეგლების არსებობა.
5.ნაგავსაყრელის ტერიტორია და მოცულობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით: ა) შერჩეული ტერიტორიის ტოპოგრაფიული, საინჟინრო, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები; ბ) ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების სახეობა, რაოდენობა და შემადგენლობა; გ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ნაგავსაყრელი აქტიურად მიიღებს ნარჩენებს.
Изменения, которые прошла эта статья
The distance requirement is clarified as being measured *to the landfill cell* instead of the landfill boundary.
акт об изменении №5159293Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.