ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, მათ შორის, მედიაწიგნიერების განვითარების, ხელშეწყობა.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად: ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია; გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება; დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა; ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა; ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა; ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია; ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა; კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი; ლ) მედიაწიგნიერების განვითარება. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ