1.მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია.
2.კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.
3.მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი; კ) ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი; ლ) მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; მ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; ნ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი; ო) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; პ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; ჟ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4.კომისია მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ მედიაპლურალიზმის, კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, თანასწორობის, მომხმარებლების უფლებების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თავისუფალი კონკურენციის განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6159 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1592 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5021 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5921 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.


