Статья 74. ლიცენზიის გაუქმება
1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში; დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას; ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.
3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.
4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში. თავი X. რადიოსიხშირეებით სარგებლობა საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
