ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Статья 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას. საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4319 -ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
