კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Статья 18. სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა პასუხისმგებლობა
1. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).
2. სამედიცინო დაწესებულება სათანადო შეთანხმებით ვალდებულია გაუწიოს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურება ლიცენზიის შესაბამისი მოცულობითა და ხარისხით. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულებას არ აუნაზღაუროს ან ნაწილობრივ აუნაზღაუროს მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები.
3. მზღვეველი მატერიალურად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. მატერიალური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იყოს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით.
4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი შეთანხმების პირობების დაცვით. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156 თავი VI დასკვნითი დებულებები
