კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Статья 11. მზღვეველის მოვალეობები
მზღვეველი ვალდებულია: ა) დაზღვევის პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია; ბ) დადგენილი წესით და შესაბამისი ნორმატივების დაცვით შექმნას სამედიცინო დაზღვევის სათანადო ფონდები; გ) დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თავი III (ამოღებულია) საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156
