კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Статья 16. მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას
1. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება აქვს ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას. მზღვეველზე ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზიის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჯანმრთელობის დაცვის მმართველობითი ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები არ შეიძლება იყვნენ იმ სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელიც მონაწილეობს სამედიცინო დაზღვევაში.
3. მზღვეველს უმტკიცდება მინიმალური საწესდებო ფონდის ნორმატივი, რომელსაც ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზირების სხვა წესებთან ერთად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. თავი V სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა ურთიერთობის რეგულირება
