1.სამსახური არ გასცემს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) წარდგენილია არაზუსტი/არასრული დოკუმენტები ან წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არაზუსტია/არასრულია და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; გ) ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც, ამ კანონის თანახმად, არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება; ე) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები; ვ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოება.
2.განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის მიზეზების მითითებით.
3.განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.






