Статья 9^4. აქტუარი
1. მზღვეველი ვალდებულია გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის უზრუნველსაყოფად ჰყავდეს აქტუარი, რომელსაც აქვს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხის, მოცულობისა და კომპლექსურობის შესაბამისი აქტუარული და ფინანსური მათემატიკის ცოდნა.
2. აქტუარის საქმიანობის ძირითადი მიზანია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი, მათი მოცულობისა და შესრულების შესაძლებლობის შესწავლა, რისკების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება, მათი გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობისა და ხარისხის, აგრეთვე სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასება.
3. აქტუარი ვალდებულია შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვისა მოამზადოს გასული წლის წლიური აქტუარული ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგებს, შესაბამის შეფასებასა და ანალიზს, აგრეთვე დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს აქტუარისთვის მის ხელთ არსებული იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა აქტუარის მიერ თავისი ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დაზღვევის შესახებ
