Статья 9^3. მზღვეველის აუდიტის კომიტეტი
1. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში მისი წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტი შედგება არანაკლებ 3 წევრისგან. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ სადაზღვევო სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები. მათგან არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი.
2. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს დამოუკიდებელ წევრს, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
3. აუდიტის კომიტეტის წევრებს მუდმივად უნდა შეეძლოთ მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანოსა და შიდა აუდიტისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება.
4. აუდიტის კომიტეტი მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე დაუყოვნებლივ ატყობინებს თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ.
5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ზედამხედველობა; ბ) განახორციელოს ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობის ზედამხედველობა; გ) განახორციელოს ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვის ზედამხედველობა; ე) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის შიდა და გარე აუდიტორებს და აქტიურად ითანამშრომლოს მათთან, აგრეთვე უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა; ვ) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და სათანადო კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობა; ზ) განიხილოს მზღვეველის გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მზღვეველის ხელმძღვანელი პირების მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დაზღვევის შესახებ
