1.გემის ნავსადგურიდან გასვლამდე ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია ორივე მხარეს ამასთან დაკავშირებული ხარჯების მეორე მხარისათვის ანაზღაურების გარეშე შემდეგ შემთხვევებში: ა) სამხედრო ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს, როდესაც შეიძლება გაჩნდეს გემის ან ტვირთის სხვის ხელში ჩაგდების საშიშროება; ბ) გაგზავნის ან დანიშნულების ნავსადგურების ბლოკადაში ყოფნისას; გ) ხელშეკრულების მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებით გემის დაკავებისას; დ) დროშის ან ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ გემის სპეციალური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში; ე) როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ აკრძალულია გადასაზიდი ტვირთის გაგზავნის ნავსადგურიდან გატანა ან დანიშნულების ნავსადგურში შეტანა.
Статья 142
Редакция №42 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
