1.უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულებით (ბერბოუტ-ჩარტერი) გემის მესაკუთრე იღებს ვალდებულებას უეკიპაჟოდ გადასცეს გემი დამქირავებელს (დამფრახტველს) ნაოსნობისათვის გარკვეული ვადით.
2.ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი შეიძლება გადაეცეს დამფრახტველს საკუთრებაში, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გემის გამოსყიდვის უფლება, დამფრახტველი ასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს და დაფარული აქვს ფრახტის ბოლო გადასახადი.
3.ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის გათვალისწინებით. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

