1.მეზღვაური მიტოვებულად მიიჩნევა, თუ გემთმფლობელი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დარღვევით განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას: ა) უარს განაცხადებს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯების დაფარვაზე; ბ) მეზღვაურს საჭირო საარსებო საშუალებებისა და მხარდაჭერის გარეშე დატოვებს; გ) სხვაგვარად, ცალმხრივად გაწყვეტს კავშირს მეზღვაურთან, მათ შორის, მისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობით.

