Статья 202
Редакция №41 Сверено с действующей редакцией · 29 апр. 2026 г.
1. დამფრახტველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ: ა) გემთმფლობელი დამფრახტველს გემს არ გადასცემს ბერბოუტ-ჩარტერით განსაზღვრულ ვადაში; ბ) ამ კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულ ნაკლოვანებათა გამო დამფრახტველი ვერ გამოიყენებს გემს ბერბოუტ-ჩარტერის შესაბამისად.
2. გემთმფლობელს უფლება აქვს უარი თქვას ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს გემის უკან დაბრუნება, თუ გადახდის ყოველი ვადის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში დამფრახტველმა არ შეიტანა ბერბოუტ-ჩარტერის საფასური.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
