Статья 205
1. იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნული უნდა იყოს: ა) მხარეთა დასახელება; ბ) მხარეთა მისამართები; გ) გირავნობის მოთხოვნების უზრუნველყოფის არსი; დ) იპოთეკის ფორმა; ე) ვალდებულების შესრულების ვადა; ვ) გემის შეფასება და მისი ყოფნის ადგილი; ზ) იპოთეკის რეგისტრაცია, მისი გადაცემა, ცვლილებების შეტანა ან შეცვლა; თ) რეგისტრირებული იპოთეკის თანამიმდევრობა; ი) სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც წამოაყენა ერთ-ერთმა მხარემ და მიღწეულია შეთანხმება.
2. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა უფლება-მოვალეობა და ხელშეკრულების გაფორმების წესი განისაზღვრება მოგირავნის ქვეყნის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. იპოთეკა არ ნიშნავს მოგირავნისათვის გემის გასხვისებას, ისევე, როგორც დამგირავებელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ პირად, რომელიც კარგავს დაგირავებულ გემზე საკუთრების უფლებას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
