საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 289^2. იპოთეკის მოწმობის შინაარსი
1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“; ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს; გ) მოვალის სახელსა და მისამართს; დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს; ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს; ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით; ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით; თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს; ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას; კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს; ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.
2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
